ქათმის სალათა

დაგვჭირდება:
ქათამი 1 კგ
წითელი ბულგარული წიწაკა 2 ც
მწვანე ბულგარული წიწაკა 2 ც
კიტრი 1 ც
მაიონეზი 300 გრ
კამა 15 გრ
მწვანე ხახვი 10 გრ
პილპილი და მარილი გემოვნებით


ქათამი მოვხარშოთ კარგად შემარილებულ წყალში. კიდევ უკეთესი გემოსთვის, ხარშვისას წყალში შეგვიძლია ჩავაგდოთ 1 ცალი დაფნის ფოთოლი და რამდენიმე ცალი სურნელოვანი ან ჩვეულებრივი პილპილის მარცვალი. ქათამი გავაგრილოთ, გავაცალოთ კანი და ძვლები და ხორცი დავჩეჩოთ ხელით. 
გავრეცხოთ ბულგარული წიწაკები, გავაცალოთ თესლი და დავჭრათ წვრილ კუბიკებად, იგივე ზომის კუბიკებად დავჭრათ კიტრიც. წვრილად დავჭრათ კამა და მწვანე ხახვიც.
დაჩეჩილ ქათმის ხორცს გადავურიოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, კიტრი, კამა, მაიონეზი და ჩვენი გემოვნებით შევასუნელოთ მარილით და პილპილით. 

პროფიტროლი ანუ მინი შუ


დაგვჭირდება: 
250 მლ წყალი
მწიკვი მარილი
75 გრ კარაქი
150 გრ ფქვილი
4-5 კვერცხი





პირველ რიგში კარგად გავახუროთ ღუმელი.
საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ წყალი და კარაქი, ჩავამატოთ მარილი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. წამოვადუღოთ. მდუღარე კარაქიან წყალში ჩავყაროთ ფქვილი, დავუწიოთ ცეცხლი და ვურიოთ, სანამ ცომი არ მოიხარშება და ქვაბის ბოლოდან მოცილებას არ დაიწყებს. გადმოვდგათ ქვაბი ცეცხლიდან და დაახლოებით 5-7 წუთი გავაჩეროთ, ოდანვ რომ შეგრილდეს. ჯერ კიდევ ცხელ ცომში სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხები და ენერგიულად გადავურიოთ, ცხელმა ცომმა კვერცხის მოხარშვა რომ ვერ მოასწროს. ამისთვის, მიქსერის გამოყენება ჯობია. მოკლედ, ჩავახლით ერთ კვერცხს, ვთქვიფავთ მანამ, სანამ ცომი და კვერცხი ერთიანი მასა არ გახდება და მერე ვუმატებთ მეორე კვერცხს. ვთქიფავთ, ვამატებთ მესამეს და ბოლოს მეოთხეს. რის შემდეგაც, ცომის სისქის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, ჭირდება თუ არა მეხუთე კვერცხის დამატება. ცომი უნდა გამოვიდეს პრიალა და კოვზით რომ ამოვიღებთ, ფორმა უნდა ეჭიროს. თუმცა, უნდა იყოს საკმაოდ ნაზი.
ცომი ჩავასხათ საკონდიტრო ტომარაში. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ ცომის დაახლოებით 1 სმ დიამეტრის ბურთულები (საკონდიტრო ტომარა თუ არ გაქვთ, თამამად გამოიყენეთ სადესერტო კოვზი). შევდგათ გახურებულ ღუმელში საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. 15 წუთში ცეცხლი დავუწიოთ საშუალოზე ოდნავ დაბლა და ვაცხოთ, სანამ ჩვენი შუები ოქროსფრად არ დაიბრაწება.
გამოვიღოთ, გადავალაგოთ გრილ ლანგარზე და ოთახის ტემპერატურამდე რომ გაგრილდება დავტენოთ ჩვენთვის სასურველი კრემით, ნაყინით ან სულაც მოხარშული შესქელებული რძით, ზემოდან კი მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.

ჭარხლის ფხალი ნიგვზით

დაგვჭირდება
1 კგ ჭარხლის ფოთოლი
250 გრ გატარებული ნიგოზი
2-3 კბილი დანაყული ნიორი
1 პატარა კონა ქინძი
1/2 ჩკ უცხო სუნელი
1/2 ჩკ ხმელი ქინძი
1/4 / დაღერღილი წიწაკა
1/2 / მარილი
2 / წითელი ღვინის ძმარი

საშუალო ზომის ქვაბით ავადუღოთ წყალი. სანამ წყალი დუღდება, ჭარხლის ფოთლები კარგად გავრეცხოთ, მოვაჭრათ უხეში ბოლოები და მერე მოვთუთქოთ მდუღარე წყალში. მოთუთქული ფოთლები კარგად გადავწუროთ, გავაგრილოთ და ცოცხალ ქინძთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან წვრილად დავკეპოთ

დაკეპილ ოთლებს მოვაყაროთ ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, დაღერღილი წიწაკა, მარილი და მოვასხათ ძმარი. კარგად გადავურიოთ. გავსინჯოთ და საჭიროების შემთვევაში საკუთარი გემოვნებით დავუმატოთ წიწაკა, მარილი ან ძმარი.

სუფრაზე გატანის წინ ჭარხლის ფხალს მივცეთ სასურველი ფორმა და მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით.